|
2021-05-21 15:13:19, 981 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა
„გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესები უკავშირდება აპრილსა და მაისში ეკონომიკური აქტივობების ზრდასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას. „მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორთან მიმართებაში, ასევე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილსა და მაისში სახეზე გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, მარტთან შედარებით აპრილში მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)