|
2021-05-20 13:44:56, 603 ნახვა
კომენტარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბოლნისის კლინიკის პერსონალს პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე თითოეულ ადამიანს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც ისინი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახორციელებენ. „ბოლნისის კლინიკაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია ხორციელდება ინფექციური კონტროლის წესების სრული დაცვით და ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამიტომ მე ვაქცინაციის ჩასატარებლად ბოლნისში ჩამოვედი", - განაცხადა გენადი არველაძემ. მისივე თქმით, ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული მოქალაქისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რათა მათ გადაარჩინო არა მხოლოდ თავისი სიცოცხლე, არამედ დაიცვან სხვისი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ქვეყანა განვითარების პანდემიამდელ რიტმს დაუბრუნდეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)