|
2021-05-20 13:37:34, 598 ნახვა
სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ჰეზერ ბერგი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი, სერგო ძაგნიძე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი - რებეკა ჰანტი ესწრებოდნენ. მხარეებმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)