|
2021-05-20 13:35:45, 365 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის პროექტის განხორციელების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განიხილეს
მსოფლიო ბანკის პროექტის „სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის სექტორებში გასატარებელი ღონისძიებები აგროსისტემების მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუ, საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები მიწის მართვის, მიწის საკუთრების, გამსხვილების, კონსოლიდაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიმართულებებით. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ამ კუთხით, რაც მრავალწლიან შრომას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის, იუსტიციის სახლისა და ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობით, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა მიწების სისტემურ აღრიცხვასა და რეგისტრაციას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ამასთანავე, ის საკანონმდებლო დოკუმენტები, რომელთაც ქარსაფარ ზოლებთან, საძოვრებთან და გაუდაბნოებასთან დაკავშირებით ვღებულობთ, ვფიქრობ, არსებული გამოწვევების დაძლევაში ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)