|
2021-05-19 13:19:25, 636 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილმა მეგობრობა უნდა ისწავლოს, სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში
სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს საქართველოში ჩამოსვლა, ის უნდა გახდეს მეგობრული და მშვიდობიანი. „სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში, ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ საააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი მონატრება არ ჩანს სააკაშვილისა, თავისით კი ვერ ჩამოდის და ვერც მის პარტიას ჩამოჰყავს მარტო, მხოლოდ იქით დადიან. ამიტომ იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, ჯერ უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)