|
2021-05-18 11:49:08, 543 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი თბილისის მერის არჩევნებში სრულ მხარდაჭერას კახა კალაძეს უცხადებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში თბილისის მერის არჩევნებში სრული მხარდაჭერა კახა კალაძეს აქვს. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება" საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2-3 თვით ადრე გააცნობს. „კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში, როგორც წესი, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე ვამცნობთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მანვე დასძინა, რომ გუნდში არ არის განსხვავებული პოზიციები კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)