|
2021-05-13 22:56:04, 685 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით
„დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე. მინდა გითხრათ, რომ სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით ჩვენი ჯარის მშენებლობისა და რეფორმირების საკითხში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანონმდებლებთან აშშ-სთან წარმატებით მიმდინარე 3-წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებაზეც ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 8 ბატალიონი უკვე გაიწვრთნა და მიმდინარე წელს მე-9 ბატალიონიც დაემატება. „მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის, ყოველწლიური სამხედრო ფინანსური დახმარებისთვის, თანამედროვე შეიარაღების შეძენის შესაძლებლობისთვის და ყველა იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი წლებია საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის იჩენენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც. მან ხაზი გაუსვა ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)