|
2021-05-13 19:53:36, 633 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - 1500 სტუდენტი დავაფინანსეთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის თემით დაინტერესდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროსგან დაფინანსება 1500-მა სტუდენტმა უკვე მიიღო. „50%-იანი თანადაფინანსება მიიღო 1500-მა სტუდენტმა და გვყავს 115 სტიპენდიანტი. ასევე, ძალიან პოპულარულია ჩვენი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სტატისტიკა არის 100%. ყველა ჩვენი სტუდენტი ხვდება უმაღლესი ქულებით უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. სამინისტროს პროექტის ფარგლებში უწყება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)