05:14 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 13:11:43, 614 ნახვა

პოლიტიკა
ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტები პარლამენტის ბიუროს წარედგინა

2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

ორივე კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა. წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

„ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს.

ამასთან, პროექტის თანხმად, ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ამდენად ის გამორიცხავს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომავალში შესაძლო გამოვლენილი დანაშაულების ამნისტირებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics