|
2021-05-11 11:19:35, 581 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„საქართველო - გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარი - მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა. აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ფორმატის - „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის" ფარგლებში ჩატარებულ რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ გერმანელ კოლეგასთან ერთად გობალური პანდემიის ფონზე საქართველო - გერმანიის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შემოაბრუნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სექტორზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023 - ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა, რაც ხელს შეუწყობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, გერმანიაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზებას. ონლაინ შეხვედრაზე გერმანიის მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ლევან იზორია და ჰუბერტ ქნირში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)