|
2021-05-10 12:28:15, 735 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავას განცხადებით, მოიჯარეები მიწის ნაკვეთის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოიჯარეებს მიწის ნაკვეთის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძელებათ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ უფრო მეტად მოიზიდონ საბანკო დაფინანსება და კერძო ინვესტიციები. „მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფერმერებს გაახარებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული მიწა და ფიქრობდნენ მის გამოსყიდვას. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, რომლებიც წლების მანძილზე ამუშავებენ სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანაა, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და დაფინანსების მოზიდვა. თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით. ამიტომ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25-პროცენტიანი ფასდაკლებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს შეიძინონ მიწა, დაამუშაონ და ისარგებლონ იმ ფართო სახელმწიფო პროგრამების შემოთავაზებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს. „საქართველოში 2000-მდე ასეთი მოიჯარე გვყავს. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის ფართობები, დაყოფილი შედარებით მცირე ნაკვეთებად, მაგრამ გაიჯარებული. ეს ადამიანები წლებია, ამუშავებენ ამ მიწას და ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ამ მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, ეს წაახალისებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მეორე ბაზრის გაჩენას, რადგან კერძო ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესდებიან სასოფლო მიწებში ინვესტიციების გაკეთებით. „საბოლოო ამოცანაა, რომ არც ერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენას და დასაქმებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დღეისთვის 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)