|
2021-05-09 12:35:46, 1232 ნახვა
ეკონომიკა
ადვოკატი განმარტავს, რომელი პროცედურები იქნება საჭირო ნიკა მელიას გასათავისუფლებლად
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ახლა, როდესაც ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხა გადახდილია, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეცვალოს. ადვოკატის თქმით, არც სასამართლოს და არც პროკურატურას დაცვის მხარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და როდის დატოვებს საპატიმროს ნიკა მელია. „პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას. გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით და აღნიშნულის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იქნება იმსჯელოს შუამდგომლობის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა არც სასამართლოსა და არც პროკურატურასთან. არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. არც პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)