|
2021-05-07 09:50:23, 768 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულია ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით. თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა 5 აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. 5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)