|
2021-05-05 12:43:46, 841 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო
ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში 164 PCR ნეგატიური ტესტის მქონე საერთაშორისო ვიზოტორი ჩამოვიდა. მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI - ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრს ავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზე ღია ავიაბილეთი გადასცა. FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. ხოლო, გუშინ საინაუგურაციო ფრენები აქტაუდან და ნურ-სულთანიდან განხოციელდა. თითოეულ მიმართულებაზე რეგულარული პირდაპირი რეისები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება. შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)