|
2021-05-05 10:05:20, 1609 ნახვა
ომი უკრაინაში
ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრა. საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა. „აცრა გავიკეთე, ჩინური წარმოების „სინოფარმით“. ეს ნაბიჯი გადავდგი იქედან გამომდინარე, რომ მინდა ყველას, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო და წავახალისო, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვადასხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა. სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი არ შეიცვალა, დღითი დღე უარესდება მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან ვითარება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ამასთან, როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილიც გაიკეთებს. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)