|
2021-05-01 21:13:13, 1306 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება
„ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინისა და მედიკამენტების არ არსებობის შემთხვევაში კორონავირუსი 2-3 წელი კიდევ გაგრძელდებოდა. „რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნა მედიკამენტი, რომელსაც ყველა ველოდებით წლის ბოლოს, მაშინ, შესაძლებელია, თავისი ბუნებრივი განვითარებით ეს პანდემია გაგრძელებულიყო 2-3 წელი და, შეძლება, მეტიც. ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა არსებობს და თან რიგ ქვეყნებში წარმატებით ხდება ვაქცინაცია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ინგლისზე, რომელმაც უკვე 2/3 აცრა, ვაქცინაციის ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)