|
2021-05-01 12:25:57, 747 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ პოლიციელების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველების მიერ აჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილისთვის დამაკმაყოფილებელია. „მამა-შვილის მდგომარეობა დილისთვის არის დამაკმაყოფილებელი. მამა, რომელიც მკურნალობას გადის ტერფის არეში ნაფლერთ-ნაგლეჯი ჭრილობის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, მკურნალობს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო შვილი, რომელსაც აღენიშნება, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ასევე მკურნალობას გადის ქირურგიულ დეპარტამენტში“, - აცხადებენ კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამთენიისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამართალდამცველებმა მამა-შვილი, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)