|
2021-04-30 14:43:42, 728 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ენმ“-ის მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არჩევნებში მარცხის ფორმულაა
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს, მარცხის ფორმულა იქნება. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შექმნას მძლავრი მესამე ცენტრი და დააყენოს საერთო კანდიდატი. „თუ „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავუჭერთ მხარს ყველა ოპოზიციური პარტია, ეს არის მარცხის ფორმულა. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში სამწუხაროდ, იცით როგორც მთავრდება არჩევნების შედეგი - ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც დააყენებს კანდიდატურას. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია. ამ საკითხზე დისკუსია არასწორია, რადგან პოლიტპატიმარი ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)