15:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 15:11:55, 889 ნახვა

რეგიონი
ხმაური და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან - პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

მარნეულის მერიასთან ხმაური და დაპირისპირებაა.

ადგილზე მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები შეიკრიბნენ და აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

მერიასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცათ.

დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორისაა გიორგი მუმლაძეც.

„გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს და დატყვევებული ყავთ მარნეულის პოლიციაში.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს ჩამოვიდეს აქ და მხარი დაუჭიროს სამართლიანობისთვის და საკუთარი ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს“, - წერს ალიკა კუპრავა.

ცნობისთვის, სიმონ მუმლაძე აცხადებს, რომ ის სამსახურიდან ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები კი ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მუმლაძე კვლავ სამსახურში აღადგინონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics