|
2021-04-28 20:58:48, 888 ნახვა
კომენტარი
შალვა ნათელაშვილი - ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი
„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად კელი დეგნანთან იყო შეთანხმებული. „ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი, სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)