15:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 17:10:35, 917 ნახვა

რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საბავშვო ბაღი გაიხსნა - დაწესებულება 60-მდე აღსაზრდელს ემსახურება

ახალციხის მუნიციპალიტეში არსებულ საბავშვო ბაღებს, კიდევ ერთი, სოფელ სვირის საბავშვო ბაღი შეემატა. დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 60 -მდე აღსაზრდელს ემსახურება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ასევე, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო და დაიდგა გასართობი ატრაქციონები.

საბავშვო ბაღი დღეს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა გახსნეს.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 342 ლარით დაფინანსდა. შენობაში, საბავშვო ბაღის გარდა, განთავსებულია ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკაც. სტუმრებმა დღესვე ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და იქ არსებულ წიგნად ფონდს ადგილზე გაეცნენ, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ კი ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია არც საბავშვო ბაღი და არც ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა. ახლა კი, პატარები თანამედროვე სტანდარტებზე მქონე საბავშვო ბაღში ეუფლებიან სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევებს, ხოლო ახალგაზრდები განახლებული ბიბლიოთეკითა და ახალგაზრდული ღონისძიებებისათვის საჭირო სივრცით სარგებლობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics