19:40 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 19:17:00, 818 ნახვა

კომენტარი
გიორგი რურუა - მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი

მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ განუცხადა.

მისი თქმით, მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დანარცენი ოპოზიციური პარტიებიც უნდა შევიდნენ.

„მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო ევროკავშირის გირაოს მივიღებდი, მე ნიკასი მესმის, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ მალე დატოვოს.

ვფიქრობ, რომ ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსნებთ, რომ წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. რურუას შეწყალების აქტს ხელი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics