|
2021-04-26 23:19:24, 727 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“
„მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი წახალისების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილია და განხილული იქნება. „ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა წახალისება ჰქონდეთ საზოგადოებასა და ცხოვრებაში. რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, უპირატესობა რაღაც მიმართულებით. ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)