|
2021-04-26 12:52:17, 637 ნახვა
სამართალი
სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 72 პირი მიეცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის 66 საქმეზე დაიწყო გამოძიება. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექს ბატიაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 72 პირი მიეცა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი. აღნიშნული პირები პასუხისგებაში მიეცნენ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად ახორციელებდა კორუფციის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საგამოძიებო მოქმედებების წარმოების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)