|
2021-04-24 12:41:10, 767 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატორები საქართველოს პარლამენტის წევრებს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები რონ ჯონსონი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებენ, რომ სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი. სენატორები მოუწოდებენ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ დაიკავონ თავიანთი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში და დაიწყონ მუშაობა, შეფერხების გარეშე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის კორონავირუსის პანდემიაზე, დემოკრატიის, დასუსტებული ეკონომიკისა და გამოწვეული ეკონომიკური დინამიკის შედეგებზე. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს სისტემური რეფორმების განხორციელებას, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართვითა და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა, ასევე რათა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებოდეს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დანერგოს ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო რეფორმა, რათა ქვეყანა არიდებული იყოს პოლიტიკურ ჩიხს და მსგავსი ჩიხში შესვლა, როგორშიც იყო, აღარ მოუწიოს“, - აღნიშნულია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)