|
2021-04-22 14:34:14, 750 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ტესტების მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტესტების მარაგები ქვეყანაში სისტემატურად იწურება და ივსება. მინისტრის მოადგილის თქმით, არანაირი შეფერხება, ტესტირების ფარგლებში, ქვეყანაში არ იქნება. „მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში მომდევნო კვირის დასაწყისში და არანაირი შეფერხება, ტესტირების ფარგლებში, ქვეყანაში არ იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია. „ჩვენთვის ცნობილი გახდა, დოკუმენტებით დადასტურებული, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)