|
2021-04-21 12:36:12, 583 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ახალდაბაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. „საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)