|
2021-04-20 09:59:17, 668 ნახვა
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, კუთვნილი ავტომობილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი 535 აბი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინის“ და „მეტადონის“ შემცველი ხსნარებით 4 საინექციო შპრიცი, „COMBAT-PP“-ის და „ZORAKI M906“-ის მოდელების ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელყუმბარა და ხელყუმბარის შვიდი ფალია და 82 ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)