|
2021-04-19 23:37:12, 648 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა არასდროს არის კარგი
„არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა არასდროს არის კარგი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითმართველობის არჩევნებით ვადამდელი არჩევნების გადაწვეყტა არის არასწორი ნაბიჯი, რადგან მოსახლეობის დაბნევას გამოიწვევს. მიბმა არის არასწორი და ამით ამომრჩეველი გაუგებარ არჩევანს იღებს. „სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ფასი, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ საერთო განცხადება, სტრატეგია აღმაშენებელი არ შეუერთდა, მაგრამ თქვა, რომ სულისკვეთებას იზიარებს და გასაჯაროების მომხრე არ იყო. ვთქვით, რატომ არის პრინციპულად არასწორი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების. იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა არჩევნებია და ამით გამოშიგვნას ვახდენთ თვითმმართველობის არჩევნების შინაარსის და ამომრჩევლებს ვაბნევთ, გაუგებარ არჩევანს ვთავაზობთ - უნდა აირჩიოს, ადგილზე რომელი პოლიტიკური გუნდი მოსწონს თუ ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს. და არასდროს არის კარგი არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა, როცა იყო შესაძლებლობა და ახლაც კი არის, რომ გამოეჩინათ ჩვენს პარტნიორებს სიმყარე, რომ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ჩვენი აზრით განმუხტავდა რეალურად სიტუაციას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)