15:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 20:48:37, 4584 ნახვა

ომი უკრაინაში
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა.

აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა  აცრისთვის   წინასწარ გაიაროს  რეგისტრაცია და თავად აირჩიოს  მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია  სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ  ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ  3  სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე  ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“ - მდე მოქალაქეს ვაქცინის  ცვლილების საშუალება ეძლევა.  ამის შემდეგ აუცილებელია  პირადი ინფორმაციის შევსება.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.

პორტალის  ამოქმედების მიზანი  ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics