20:56 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 15:56:24, 530 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი არასდროს გახდება „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე

პარლამენტის სასახლე „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩს“ შეუძლია პარლამენტში ერთი რამ გააკეთოს, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც საზოგადოების ნაწილმა მისცა.

„პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ის „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება. „გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მათ საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა ეს პარლამენტის ტრადიციებზე და სამუშაო პროცესზე გავლენას მოახდენს. ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი ყველაფრით და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics