|
2021-04-18 21:20:14, 696 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში - ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა
„ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში - ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ დოკუმენტს სერიოზულად განიხილავს და გამორიცხავს, ყოველგვარ დაპირისპირებას დასავლეთთან. „დოკუმენტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, საუბარია მკაფიოდ, ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა. ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. არჩევნების საკითხზე მოხდა ჩაწერა, საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმაზე. მე გეტყვით გულწრფელად, რომ ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არს საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ხოლო 43% არის ალოგიკური რიცხვი, რადგან ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რაც ოცნებამ აიღო. ჩემთვის ამ დოკუმენტში გახლავთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ყველამ მოვისმინეთ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება. მიმაჩნია, კატასტროფულად ამ ქვეყნის მომავლისთვის, რომ ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს და პროდასავლური ნიშა არადასავლურმა ქართულმა ოცნებამ დაიკავოს. ამიტომ ჩვენი მომავალი წარმატებისთვის, გადამწყვეტია დასავლეთის მხარდაჭერა, ამიტომ ამ დოკუმენტს სერიოზულად განვიხილავ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)