|
2021-04-18 20:26:51, 541 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - შარლ მიშელმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებით მიმართა | პარტიებმა კონსულტაციებისთვის დრო ითხოვეს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ შარლ მიშელმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებით მიმართა. მისივე თქმით, ახალი წინადადების გასაცნობად პარტიებმა კონსულტაციებისთვის დრო ითხოვეს. „მოგესალმებით, ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ და ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. დღეს დღის პირველ ნახევარში, ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის, რომელიც ხაზს უსვამდა თუ რამდენად მნიშნელოვნად მიიჩნევს აშშ და ევროკავშირი შექმნილ ვითარებას. ეს განცხადება აღნიშნავდა ასევე, რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისთვის. და ეს უკვე მოხდა დღეს, შეთანხმების ტექსტი უკვე გამოქვეყნებულია. შეთავაზება არის წინადადება, რომელსაც პრეზიდენტი შარლ მიშელი დაბალანსებულად თვლის. და ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისთვის. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს მხედველობაში მივიღეთ, დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები, რათა თავისი გადაწყვეტილებები გვამცნონ და საქართველოში შექმნილ კრიზისს ჰქონდეს დასასრული. და როდესაც სხვა პარტიის წარმომადგენლებიც გამოვლენ მათ კომენტარებსაც მოისმენთ“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)