20:19 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 11:33:03, 429 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ისტორიული ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

აქციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა  და აქციის სხვა მონაწილეებმა ტაძრის ეზოში აბელიას და კოწახურის ნერგები დარგეს.

პროექტის ფარგლებში,  ტაძრის ეზოში, ჯამურად, 30 სახეობის 700 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგვება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტის შემუშავებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics