|
2021-04-17 11:08:05, 557 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)