|
2021-04-16 10:06:53, 680 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - ვთანამშრომლობდით და ვითანამშრმლებთ, მაგრამ თუ რუსეთი დაარღვევს აშშ-ის ინტრესებს, ჩვენ ვუპასუხებთ
თუ რუსეთი გააგრძელებს დემოკრატიისთვის ხელის შეშლას, მზად ვარ, შემდგომი საპასუხო ზომები მივიღო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დაარღვევსს აშშ-ის ინტერესებს, ამერიკა მზად არის უპასუხოს. მანვე დასძინა, რომ აშშ მტკიცედ დგას ევროპაში პარტნიორების, მოკავშირეების მხარდასაჭერად და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. „მე ვლადიმერ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ აშშ მტკიცე დგას ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდასაჭერად. შეშფოთება გამოვთქვი უკრანის საზღვართან რუსეთის სამხედროების მობილიზების გამო, ასევე ოკუპირებულ ყირიმზე. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცეა და მკაცრად მოვუწოდე, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან. ახლა არ არის დეესკალაციის დრო. სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომოთ და ვითანამშრომლებთ კიდეც. თუ რუსეთი დაარღვევს აშშ-ის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)