|
2021-04-15 23:21:29, 1036 ნახვა
კომენტარი
ილო ბეროშვილი - მე მჯერა ნინუცა მაყაშვილის და საუბარი იმაზე, 10 წლის შემდეგ რატომ თქვა, სრული პარანოიაა
„მე მჯერა ნინუცა მაყაშვილის და საუბარი იმაზე, 10 წლის შემდეგ რატომ თქვა, სრული პარანოიაა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მსახიობმა ილო ბეროშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება ძალადოებას თითქოს ემიჯნება, თუმცა კონკრეტულ მაგალითებზე საპირისპიროს ამტკიცებენ. „მე მჯერა ნინუცა მაყაშვილის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რასაც ის ამბობს, სიმართლეა. არ ვიცნობ იმ ბიჭს. მე მაქვს უფლება, რომ რაღაცაში დარწმუნებული ვიყო. ჩემი აზრით, ეს ასე მოხდა. არ მიკვირს ხალხისგან ასეთი არაადეკვატური რეაქციები, იმიტომ, რომ ბევრჯერ მომხდარა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ხშირად გამიგონია ასე უბრალოდ მეზობლებში ლაპარაკი, ვთქვათ, ბიჭებში საუბარი და ა.შ. რომ აი, ეს თითქოს ოჯახური ამბებია. არ ვიცი აქ ნეპოტიზმი გვაქვს სახეზე, თუ ზოგადად, ასე უყურებს ფილოსოფიურად რობერტ სტურუა, თუ ამ შემთხვევაში აქვს რაღაც გაჭედილი, არ ვიცი ეგ, მაგრამ ამ მაგალითსა და არგუმენტსაც ვერ მივიღებ, რომ 1937 წელთან ამ ყველაფრის მოტანა. მოღალატე კაცებიც არიან, მოღალატე ქალებიც არიან, ოჯახი კაცის მიზეზითაც დანგრეულა, ოჯახი ქალის მიზეზითაც დანგრეულა, ამ ყველაფრის ძიება რა შუაშია, არ ვიცი. ემიჯნებიან, ერთი მხრივ, ძალადობას და, მეორე მხრივ, როდესაც არის კონკრეტული ძალადობა, იქ ამტკიცებენ საპირისპიროს. მე ვერავის მოვთხოვ, რომ ვინმესი დაიჯეროს, მაგრამ ჩემთვის, ისედაც მჯეროდა ნინუცასი, მაგრამ შემდგომმა კომენტარებმა კიდევ უფრო დამარწმუნა და მეტიც, კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთა, რომ ვერანაირი სინათლის სხივი ამ ადამიანებში ვერ დავინახე, რომ რაიმე სახის დაშვება მაინც გაეკეთებინათ, რომ „თუ ასე მოხდა, რა ცუდია“, ან ვთქვათ, „მოდი, ერთად გამოვიკვლიოთ, გავიგოთ, რა ხდება“. ასეთი რამ მე არ გამიგია, მხოლოდ ის იყო, რომ აი, დიდ მაესტროს არ იცოდნენ საიდან მისდგომოდნენ და, აი, მაინც გამონახეს გზა. „10 წელი გავიდა, 11, ახლა რატომ დაიწყეს?“ – ეს ხომ საერთოდ პარანოიაა. ე.ი. რა უნდა მოხდეს მაშინ, მაინტერესებს, რაზეც შეიძლება, ეს დაშვება გააკეთო“, - განაცხადა ილო ბეროშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)