16:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 20:37:33, 909 ნახვა

რეგიონი
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში იმართება, თუმცა აქციის მონაწილეებს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრას „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციიდან ორგანიზატორები მაკა სულაძე, მარიტა მუსელიანი, ვარლამ გოლეთიანი და მირზა ნოზაძე ესწრებიან, ხელისუფლების მხრიდან კი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ასევე ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

მოლაპარაკების პარალელურად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიის შენობასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics