21:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 16:57:10, 766 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია

მონიტორინგის შედეგად რისკები ბევრად უფრო შემცირებულია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონასთან დაკავაშირებით განაცხადა.

ბენდელიანმა ჟურნალისტებთან ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„სამუშაოები, რაც ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელდა ისაა, რომ მოხდა დიდი მოცულობის მიწის მასის მოხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყერის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა, რომ მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე მოხდა მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც შესაბამისი სითხით ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. ასევე მოხდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის, რომ დაყენდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება. რისკები დღეს ბევრად უფრო მეტად შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics