|
2021-04-13 15:32:02, 2223 ნახვა
სამართალი
ნიკა მელია მოსამართლეს - თუ ჩემი თვითმიზანი ციხეში ყოფნაა, გააღეთ კარები როგორც მოკეტეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქმის პროკურორი ახმოვანებს იმას, რასაც უწერენ. დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიამ მოსამართლეს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ციხის მიღმა ბევრად ეფექტურია. „პროკურორი საუბრობს, რომ ჩემი თურმე თვითმიზანი ყოფილა, უფრო სწორად უწერენ და ამას ახმოვანებს, რომ ჩემი თვითმიზანი არის პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს პატიმრობა, როცა თავმდაბლობის გარეშე, მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა, თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში. ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს, ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს გამოკეტვა პატარა საკანში და 24-საათიანი რაღაც საკონტროლო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება? რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ბავშვთან, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანისთვის თვითმიზანი? დავუშვათ, ეს თუ ჩემი თვითმიზანია, გააღეთ კარები, როგორც მოკეტეთ, ციხის“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)