|
2021-04-13 10:34:36, 712 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: IMF-ის შეფასებით გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე, დაასრულა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მერვე მიმოხილვა, რის შედეგადაც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა დამატებით, დაახლოებით, 111 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული პროგრამის მერვე მიმოხილვით დასრულდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, საერთო ჯამში, მიიღო, დაახლოებით, 687 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა. ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები - გაძლიერდა საჯარო ფინანსები, რამაც საქართველოს საშუალება მისცა ადეკვატურად ეპასუხა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებს. პირველი სამი წლის განმავლობაში პროგრამამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ბოლო ერთი წელი პროგრამის დახმარებით, ქვეყანამ შეძლო შეერბილებინა COVID-19-ის გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგები. პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ რელიზში სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ განახორციელა მართებული ზომები პანდემიის ნეგატიური გავლენის შემსუბუქებისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასაცავად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მან გარდამტეხი როლი უნდა ითამაშოს COVID-19-ის კონტროლის მიმართულებით, რათა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. სსფ-ის საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება და მშპ წლის განმავლობაში 3,5 პროცენტით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მომავალი წლების პროგნოზი, და სამი წლის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ, პოზიტიურად აფასებს მთავრობის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამასთან, ხაზგასმულია მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ფისკალური დახმარების გაცემისთვის, გადაიხედოს ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა. გავრცელებულ რელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, საუბრობს ფისკალური წესების დაცვის მნიშვნელობაზე აღნიშნავს რა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება, ხელს შეუწყობს ფისკალური რისკების კონტროლს და შემცირებას. ამასთან, სსფ მიიჩვევს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდა, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. COVID-19 შოკის შედეგების შესამცირებლად, ფონდი მოკლევადიან პრიორიტეტად ასახელებს გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავებას და განათლების რეფორმას.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)