|
2021-04-12 23:48:48, 866 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას შესაძლოა ევროპის საგარეო მინისტრების საბჭომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელოს
„მომავალ კვირაში ევროპის საგარეო მინისტრების საბჭო საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში. „მომავალ კვირაში ევროპის საგარეო მინისტრების საბჭო სავარაუდოდ იმსჯელებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და შესაბამისად, ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად არის პროცესი დღეს, ანუ არსებობს თუ არა რაიმე პროგრესის შანსი და შესაბამისად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეს ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა, რომ გააგრძელონ მხარეების პოზიციების მოსინჯვა. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)