|
2021-04-12 16:40:33, 546 ნახვა
საზოგადოება
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გვირაბის გასაყვანად საჭირო საბურღი საშუალება უკვე ჩამოტანილია საქართველოში. ამ მოწყობილობის ნაწილი უკვე ატანილია კობში, ნაწილის ატანა კი, რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა შეაფერხა. მისივე თქმით, ვითარების გაუმჯობესების შემდეგ, მოწყობილობას ააწყობენ და სავარაუდოდ, 3-4 თვეში ქვეშეთის გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დაიწყება. „ეს არის უნიკალური პროექტი. ასეთი პროექტები თითზე ჩამოსათვლელია. დაგეგმილია 9 კილომეტრიანი უწყვეტი გვირაბის აშენება, რომლის რადიუსი 15 მეტრი იქნება. ასეთი ნაგებობა ძალიან ცოტაა მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისივე თქმით, ზამთრის პერიოდში, კობი-გუდაურის გზაზე არსებული ვითარება ამ გვირაბისა და გზის მშენებლობის აუცილებლობის ნათელი დასტურია. გვირაბის აშენების შედეგად, რეგიონში გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)