|
2021-04-12 16:02:01, 852 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ პროექტზე - ჩვენთვის ულტიმატუმები მიუღებელია, რადგან ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას აზიანებს
თუკი უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ენერგოუსაფრთხოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის კვლავაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა, რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა კითხვები დარჩათ მათ კიდევ, მას შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ყველა კვლევა გაიხსნა და ამ თემაზე ვისაუბრებთ, მაგრამ თუკი უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა რიონში წყლის დონის სახიფათო მატება. კარვებიდან გამოსული ადამიანი რიონისკენ გაემართა და გაუჩინარდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უბედური შემთხვევა სწორედ წყლის მატებასთან იყოს კავშირში. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ სთხოვეს, რომ გადაინაცვლონ სხვაგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ ჰესის მშენებლობას უკვე 5-თვეზე მეტია აპროტესტებენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)