|
2021-04-09 13:39:47, 912 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ამ ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. 9 აპრილის გმირები დღეს ბოლნისშიც გაიხსენეს. ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეამკო. მემორიალთან ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილთან დაკავშირებით თეამტური კუთხე მოეწყო. ისტორიკოსმა ქეთევან ხეცურიანმა ახალგაზრდებს 9 აპრილის მნიშვნელობა გააცნო. 9 აპრილის აქციის მონაწილეებმა კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და 32 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. „დღეს 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ. მშვიდობიან პროტესტს 32 წლის წინ 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დაიჭრა და დაშავდა. სწორედ ეს დღე აღმოჩნდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დასრულების წინაპირობა ამიტომ ჩვენი მოვალეობაა არასდროს დავივიწყოთ 9 აპრილის გმირები და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების მთავარი ეროვნული ღირებულება თავისუფლებაა და სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებას ემსხვერპლნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)