00:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 11:24:02, 547 ნახვა

საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნიკა მელიას პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

მათივე თქმით, სასამართლოს შენობასთან დაგეგმილი აქვთ აქცია-პერფორმანსიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics