|
2021-04-08 11:19:33, 654 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს ის
ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს ის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, დღევადელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე შუამდგომლობას, რომ ნიკა მელიას მიეცეს სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება. "ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობის ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე შუამდგომლობებს რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება დაეცეს ამ საკმაოდ რეზონანსულ სასამართლო სხდომას და მას, როგორც პოლიტპატიმარს, ელემენტარულად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. რაც შეეხებ აღკვეთის ღონისძიებას, ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ეს არის ხელისუფლების მიერ მისაღწები გადაწყვეტილება. ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და თუკი პროკურატურას აქვს მსგავსი პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ ის, ბრალდების მხარე აღიარებს, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე ვალდებულია გაათავისუფლოს მელია, როდესაც იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებების განგრძობადობის საკითხზე", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)