00:24 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 17:43:56, 685 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ცხედარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მაშველებმა მდინარე ენგურში სამი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics