|
2021-04-07 14:13:52, 733 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის კორონავირუსის შემთხვევების მატება თვითმიზანია
შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის თვითმიზანი გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ სურს მესამე ტალღა და დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც გუშინდელთან შედარებით 200-ით შემცირდა, იძლევა თქმის საფუძველს, რომ საქართველოში მესამე ტალღა არ არის. „გუშინ რომ გეკითხათ ჩემთვის (კიდევ კარგი, გუშინ შეუძლოდ ვიყავი და ვერ მოვახერხე ინტერვიუს მოცემა), უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან იყო მოლოდინი, რომ შესაძლოა შემთხვევების რაოდენობა ნახტომისებურად გაზრდილიყო, როგორც გვახსოვს ყველას, იყო ნოემბერ-დეკემბერში. მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყნას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა. დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)