16:58 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 11:38:52, 682 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო - ნამდვილად არის ლოგიკა მოსაზრებაში, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნამდვილად არის ლოგიკა იმ მოსაზრებაში, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა.

მისი თქმით, გახარიას კონკურენტუნარიანობა მის ხედვაზე იქნება დამოკიდებული.

„სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები პირადად ჩემში ყოველთვის კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. ჩემი აზრით, რეიტინგების უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამაში ლოგიკა ნამდვილად არის. რამდენად კონკურენტი იქნება გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს ყველაზე მეტად საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია მოსწონს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics